logo_geo
eng_logo
2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება
- +

20 დეკემბერი. 2017. 11:39



„ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი" ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა  კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

„2017-2020 წლებში დაგეგმილი გვაქვს 19 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ „აბრეშუმის გზის" მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისივე ინფორმაციით, რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში აშენდება  მინიმუმ 800 კმ ახალი გზა, ხოლო მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 ათასი სამუშაო ადგილი.


ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ასევე განხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო და სხვა სახელმწიფო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაცია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner