„სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ წერს:
„ერთსაც მოვყვები და დანარჩენს ჩემთვის შევინახავ, თორემ სავარაუდოდ შენიშვნას გამოვტყუებ...
შს მინისტრი რომ გახდა, მალევე შევხვდი, ვთხოვე, ქართუში მუშაობის პერიოდში რამდენი ადამიანის გადარჩენაში მიგიღიათ მონაწილეობა და მოვყვეთ მაგაზე თქო, მერე რა რომ შს მინისტრი იყო, ყველა მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა. ჰოდა, არაო, არ შეიძლება ადამიანს სიკეთე გაუკეთო და მერე ყელში ამოუყვანო შენივე გაკეთებული სიკეთე, არ მინდა მასეთი პიარიო.
ჰოდა, დამამახსოვრდა ეს კარგად და დღემდე ვცდილობ, თუ ვინმესთვის რამე გამიკეთებია არასოდეს არ შევიმჩნიო და თუ ვინმეს რამე გაუკეთებია ჩემთვის, დავაფასო.მაგრამ ერთი თვისება მაინც ვერ მოვიშორე, სულ მიკვირს უმადურების, ალბათ, მასე უფრო მარტივია ცხოვრება."- წერს მჭედლიშვილი.