საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, 2012 წელს ქართველმა ხალხმა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას მიაღწია, რამაც რეჟიმი შეცვალა.
„2012 წლის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები, როგორც ადგილობრივი, ისე საპრეზიდენტო. წელს ჩვენ ამ წრეს საპარლამენტო არჩევნებით დავასრულებთ. ჩვენ გვჭირდება ცხელი, არაპროგნოზირებადი, თუმცა ინციდენტების გარეშე არჩევნები, ისეთი არჩევნები, როდესაც ანგარიშებს არ ყინავენ, არავინ აკონტროლებს, რომელ ინფორმაციას უყურებს ხალხი და ყველა კანდიდატი შედეგებს საარჩევნო ყუთებიდან ელოდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.