logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა
- +

20 დეკემბერი. 2017. 11:52



„ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას.


„აღნიშნული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მთავრობის ზომის მნიშვნელოვანი შემცირება. რესურსების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს კონკრეტული წლის ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას, ასევე რესურსების სამართლიან გადანაწილებას თაობებს შორის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


„ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება განათლება. მომდევნო წლებში გაიზრდება განათლების დაფინანსებაზე მიმართული სახსრები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიული განათლების ხელშეწყობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner