logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო რესურსების ეფექტური მართვის რეფორმა
- +

20 დეკემბერი. 2017. 11:58



საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საჯარო რესურსების ეფექტური მართვა.


„იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფისკალური პოლიტის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, რაც გულისხმობს ფისკალური დისციპლინისა და წესების შემდგომ სრულყოფას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამასთან, ჩვენ შევიმუშავებთ ვალის მართვის სტრატეგიას და არსებული პოლიტიკის მიხედვით ჩვენ ვალს ვიღებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულების შემდგომ დაიწყება ვალის ეტაპობრივი შემცირება.

 

ამასთან, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო კვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც წინასწარ იქნება განსაზღვრული, რა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული პროექტის დაფინანსების შემდგომ. მხოლოდ, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ეფექტურობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner