logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: იმედი გვაქვს, დავიმსახურებთ იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპოლიციო სერვისების მისაწოდებლად
- +

20 დეკემბერი. 2017. 11:59



შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ იმ აღქმის უკან, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები.

 

„იმ აღქმის უკან, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები. თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე მსგავსი პრობლემების დაძლევა არის შეუძლებელი. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ღია და მაქსიმალურად ტრანსფარენტული უწყება. დიდი იმედი გვაქვს, დავიმსახურებთ იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპოლიციო სერვისების მისაწოდებლად", - განაცხადა გახარიამ.


მისივე თქმით, იქ, სადაც იქნება საჭიროება პოლიციელის მუნდირის დაცვის, მოხდება მისი დაცვა, ხოლო იქ, სადაც საჭიროება იქნება უწყება იყოს კანონის ფარგლებში, აქაც მისი რეაქცია იქნება სწრაფი.

 

„იქ, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, მაქსიმალურად დავიცავთ პოლიციის მუნდირს და თითოეული პოლიციელის ინტერესს. იქ, სადაც იქნება საჭიროება, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, აქაც ჩვენი რეაქცია იქნება სწრაფი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner