logo_geo
eng_logo
„2013-2016 წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“
- +

20 დეკემბერი. 2017. 12:00


პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებების შესახებ ისაუბრა. როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, 2013-2016 წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.


„სავალუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 2018-2022 წლებში საშუალოდ 4.9%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.


ამასთან, პირველმა ვიცე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის ასეთი კარგი მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა რეალურად აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და საგარეო ფაქტორების გამკლავების შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner