logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, შევსვა იმ ღირებულებების სადღეგრძლო, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებს აერთიანებს
- +

20 აპრილი. 2016. 22:00



საქართელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.



„წელს აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს თარიღი აღინიშნება ევროპელი მეგობრების გარემოცვაში და ევროპის საბჭოს შენობაში, რომელიც გახლავთ ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის სიმბოლო. ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორების, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და კულტურის წყალობით, საქართველო იქცა დინამიურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მადლობა მოვახსენო ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან უცხადებენ საქართველოს. გამოვთქვამ გულწრფელ იმედს, რომ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა არამარტო გაგრძელდება, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება. მინდა, შევსვა იმ ღირებულებისა და  პრინციპების სადღეგრძლო, რომლებიც აერთიანებს ყველა ევროპულ სახელმწიფოს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner