logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები
- +

21 აპრილი. 2016. 15:00



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი სიტუაცია.



როგორც ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციას, ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაში.
საქართველოში კონფლიქტის ზონაში ადამინის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი .. ბორდერიზაციაა", კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლება, რომელმაც გაყო ოჯახები და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად დააზარალა. ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ  ადამიანებს წაართვეს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, ოჯახური ცხოვრების, განათლების, მშობლიურ ენაზე საუბრის უფლებები, ასევე სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებები.

კიდევ ერთი მნიშვნელოანი საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს, ევროსაბჭოს მიერ კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე წვდომაა. ძალისხმევის მიუხედავად, ევროსაბჭოს ადანის უფებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება არ მისცეს. ჩვენ ვცდილობთ ქართულ-რუსული ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას პრაგმატული ლიტიკის გატარებით. ეს პოლიტიკა მოიცავს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში კავშირების აღდგენის ნაბიჯებს. თუმცა, მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის  ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტეიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტ ხელისუფლების გეგმების გამო, ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. ასეთი არალეგალური მოვლენები არა მხოლ დაარღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ექნება კატასტროფული შედეგები სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner