logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი გახდა მიმდინარე ხარჯების შემცირებით
- +

20 დეკემბერი. 2017. 12:47



ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა უკავშირდებოდა არაერთ საკმაოდ რთულ,  მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას.

 

„2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მცირდება მთავრობის ზომა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც მშპ-ს 5.2%-იდან 4.4%-მდეშემცირდა.

 

2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის:

 

· შრომის ანაზღაურების შემცირება - 100,0 მლნ ლარი;

 

· ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი.

 

მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი  იქნება.  რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს.

 

,,აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით  მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner