logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოსთვის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი!
- +

21 აპრილი. 2016. 15:01



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი.



ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, როდესაც ციხეებში მყოფი ადამიანები ექვემდებარებიან გარკვეულ ძალადობას. ჩვენ ვართ ევროპელები, თუმცა ღირსებასთან ერთად, ამ ტერმინს ასევე აქვს ქართველობის ასპექტის მხრივ დატვირთვა. ჩვენ ვმუშაობდით და მჭიდროდ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან თომას ჰამერბერგთან და ევროპის საბჭოს ამჟამინდელ მრჩეველთან, მაიკლ ბორნთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების აღნიშნა. დეპოლიტიზებული პოლიცია, საპროცესო გარიგების სისტემა, რომელიც ამჟამად უკვე მართლმსაჯულებას ემსახურება და არა ხელისუფლებას და ძალაუფლებას, პენიტენციური სისტემა, რომელიც მასობრივი ტერორის ინსტრუმენტს აღარ წარმოადგენსმაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა არის სრულყოფილი. რა თქმა უნდა, არა.  2016-2019 წლების სამოქმედო  გეგმარომელიც შეთანხმებულია საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის, მიმართულია მართლმსაჯულების და პენიტენციური რეფორმების გაძლიერებისკენ. ჩვენ გადავინაცვლეთ ზოგადი თემებიდან კონკრეტულ თემებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner