logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის
- +

20 დეკემბერი. 2017. 13:23



„მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი  რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას.


მისი განცხადებით, რეფორმა გულისხმობს დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გამარტივებული და უსწრაფესი სისტემის დანერგვას.

 

„დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად  შესაძლებელი იქნება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება განხორციელდეს  5-7 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ ელექტრონული განაცხადის წარდგენის საფუძველზე. რეფორმა ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფისა და რისკების შეფასების სისტემების სრულად განახლებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების შედეგად, მომდევნო წლებში, კერძო სექტორში,  დამატებით 600 მილიონ ლარამდე ფულად რესურსი გაჩნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების დროული, მარტივი და ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner