logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია წიაღის სექტორის რეფორმა
- +

20 დეკემბერი. 2017. 13:24



პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ექსპორტის ნაწილში წიაღის სექტორი ძალიან დიდი წილის შემცველია.

 

„პრაქტიკულად, ჩვენი ექსპორტის 35 % მოდის სასაქონლო პროდუქტებზე. აქ ამოცანა, ერთის მხრივ, არის იმ წიაღისეული რესურსის მდგრადი გამოყენება, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია და მეორე მხრივ,  ეს უკვე არის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის ნაწილი, რომ რაც შეიძლება მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას იმ წიაღისეულზე, რომელიც ამ ქვეყანაში სწორად უნდა იქნას მოპოვებული იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას", -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 25 ათასზე მეტი ადამიანია დღეს ამ სფეროში  დასაქმებული და პოტენციალი გვაქვს, რომ გაორმაგდეს  ეს მიმართულება.


„დღეს, შესწავლის მიზნით, ლიცენზირებულია ტერიტორიის 3,8 % და ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სადღაც 10 %-მდე გაიზარდოს აღნიშნული ტერიტორია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner