შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციას 100 ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილი გადაეცა.
„იაპონური გრანტის მეშვეობით, საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოვიდა 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი. იდეა იყო იმაში, რომ მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენი თხოვნით, ეს ავტომობილები დაეთმობა პატრულს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.