logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტს მიწის რეფორმის შედეგები გააცნო
- +

20 დეკემბერი. 2017. 15:04



პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში მიწის რეფორმის მიმდინარეობის და დღეს არსებული შედეგების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროგრამა 2 წლის წინ დაიწყო და უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია.


დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღწერილია 659 000 ჰექტარი დაურეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საიდანაც უკვე დარეგისტრირდა 51 000 ჰა მიწა.


„იმისთვის, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას კერძო სექტორი არ  აღმოჩენილიყო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში,  იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ მიწის რეფორმის მეორე, პარალელური ეტაპი - იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მიწის სარეგისტრაციოდ საბუთების მომზადებას მოქალაქეებისთვის, კონომიკის სამინისტრომ კი რეგიონებში აზომვითი ნახაზების სამუშაოები დაიწყო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მისი ინფორმაციით,  რეფორმას ძალიან კარგი შედეგები აქვს - 335 629  მოქალაქემ მიწაზე საკუთრების უფლება წარმატებით, დაბრკოლებების გარეშე დაირეგისტრირა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 191 325 აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 15 218 533 ლარი. (რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის საფასურის 57 % არის ანაზღაურებული, ხოლო მიწის საერთო მოცულობა შეადგენს 42 000 ჰა-ს).


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს მიმართულება აუცილებლად გაგრძელდება, რადგან უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ  იცოდეს, რეალურად რას ფლობს, ასევე ეს იცოდეს კერძო სექტორმაც.


„ეს არის პროდუქტიულობის ზრდა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი კაპიტალი, რომელიც შემდგომ გლეხმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დამატებითი ღირებულება შექმნას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner