logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის
- +

20 დეკემბერი. 2017. 15:25



პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი   უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის - ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღებისა და ინვესტირებისთვის მიმზიდველი, სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის.


„სივრცით მოწყობაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამ მიმართულებით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ -  სივრცითი მოწყობა, ეს არის გათვლებზე დამყარებული სწორი გადაწყვეტილებები  დროში და სივრცეში, თუ როგორ უნდა განვითარდეს გარკვეული ტერიტორიები და მთლიანად ქვეყანა იმისთვის, რომ ქვეყანამ და კერძო სექტორმა მაქსიმალური უკუგება მიიღოს ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ამ მიმართულებით მიმზიდველი ტურისტული ადგილმდებარეობების განვითარება დავიწყეთ, რომ იქ არ მომხდარიყო ქაოტური განვითარება და შესაბამისად, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, შემდგომში იქ მისულ ინვესტორებს მაქსიმალური უკუგება მიეღოთ აქედან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner