logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: ერთი ხელის მოსმით ბაზრობის ტერიტორიების გაწმენდა არაჰუმანურია!
- +

21 აპრილი. 2016. 15:20


 

„ერთი ხელის მოსმით ბაზრობის ტერიტორიების გაწმენდა არაჰუმანურია", - ასე ეხმაურება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრის მოვაჭრეების აქციას.


„ერთი ხელის მოსმით ბაზრობის ტერიტორიების გაწმენდა, ვფიქრობთ, არის არაჰუმანური და არ არის გამართლებული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სოციალურად უჭირს. თუმცა, ალტერნატიული შეთავაზება შესაძლებელია. მე უბრალოდ შემიძლია მოსახლეობას ვთხოვო, და მათი ჯანმრთელობის საკითხია ეს და არა სხვისი, ქუჩაში ვაჭრობა, ქუჩაში შესყიდული ასეთი ტიპის პროდუქტი მათი ჯანმრთელობისთვის არანაირად სასარგებლო არ არის", - განაცხადა ლექვინაძემ.

 

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.


საპროტესტო აქციაში მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, გარე ვაჭრობა ნებადართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები აღარ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. მათივე თქმით, ეს მათ არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner