logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ისტორიის სწორ გზას მივყვებით!
- +

21 აპრილი. 2016. 15:21



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, „მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლითაც ყველა ვიამაყებთ".



ევროპის საბჭო გახლავთ არსი გაგებისა, რასაც ვეძახით ევროპელობას. საპარლამენტო ასამბლეა კი არის ფორუმი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური განცხადებებისთვის. ამჟამად, ამ წელს ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს - მოგიწოდებთ ყველას, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლითაც ვიამაყებთ. გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ, ავაშენოთ იმ საფუძველზე, რომელიც ერთად ჩავყარეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია და მთლიანად ევროპული.

დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა, ინსტიტუციების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - რეფორმების სისტემა ფუნქციონირებს. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ერთად უფრო დავაჩქარებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს - ერთად, ყველა ეჭვის საწინააღმდეგოდ და ყველა ძალის საპირწონედ, რომელსაც ევროპის დანაწევრება სურს. ჩვენ ისტორიის სწორ გზას მივყვებით. მოდით, ერთად დავდგეთ იმ ღირებულებების მხარდასაჭერად, რომელსაც ევროპა უჭერს მხარს. ჩვენ ევროპელები ვართ და ღირსების გრძნობა საქართველოს ყველა მოქალაქის გულში დევს. ევროპა გახლავთ ღირსების ის მაჩვენებელი, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ყველა მცხოვრები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner