logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე რომან დუმბაძის მკვლელობაზე: ეს პირდაპირ კავშირში იყო სააკაშვილის ხელისუფლებასთან
- +

21 აპრილი. 2016. 15:25


 

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" რომან დუმბაძის მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრობს. ბაკურიძის თქმით, დუმბაძის მკვლელობა პირდაპირ კავშირში იყო სააკაშვილის ხელისუფლებასთან.



„როდესაც დუმბაძე მოკლეს, განვაცხადე, რომ ეს პირდაპირ კავშირში იყო სააკაშვილის ხელისუფლებასთან და მასში გარეული იყვნენ კუდ-ის თანამშრომლები. 4 წლის შემდეგ ჩემი ვერსია დადასტურდა, მხოლოდ მეგის ქარდავა დაემატა. მაშინ ვასახელებდი აჭარის უშიშროების ყოფილ ხელმძღვანელს, მის ძმას, რომელიც მოსკოვშია და ძმებ ახალაიებს", - ამბობს თამაზ ბაკურაძე.



აქვე თამაზ ბაკურიძე აღნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა და რუსებმა დაჭრეს, სამშობლოს ღალატი არ უნდა დააბრალო და ამ ფაქტს სასირცხვილოდ მიიჩნევს.


 

„რატომღაც დღემდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუმბაძე სამშობლოს ღალატისთვის არის გასამართლებული. სააკაშვილმა ამ ბრალდებით დააკავა. მაგრამ სასამართლო პროცესებზე სს კოდექსით ეს მუხლი ვერ წაუყენეს, რადგან სამხედრო პირი მხოლოდ მაშინ ითვლება მოღალატედ, თუ შემოსული მტრის მხარეს გადავიდა. იმის გამო, რომ დუმბაძე ასლან აბაშიძეს დაემორჩილა და არა სააკაშვილს, ვერ წაუყენეს ღალატის ბრალი. ბოლოს საქმე ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით აღძრეს და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 17 წელი მიუსაჯეს. სამშობლოს ღალატი როგორ უნდა დააბრალო კაცს, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა და რუსებმა დაჭრეს?! ეს სირცხვილია", - ამბობს ბაკურიძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner