„აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, გია გორგოშაძის მიერ ჩადენილი დანაშაული სახეზეა!" - აცხადებს უფლებადამცველი კოტე ინაშვილი ჰიპერმარკეტ „გორგიას" მეპატრონის გია გორგოშაძის საქმეზე. ამ განცხადებას იგი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკთებს.
„არასდროს მდომებია მსაჯულად ყოფნა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, გორგოშაძის მიერ ჩადენილი დანაშაული სახეზეა! მესამე პირი აქ არ ჩანს და შესაძლოა, ის გამოგონილი პერსონაჟიც იყოს! თუ ცოლს სამართლებრივი დავა აქვს მეუღლესთან, ის ამ საქმეზე სასამართლო პროცესს მოიგებს! ასეთია ჩემი მოსაზრება. შესაძლოა, ქმარმა ფული დახარჯა, წააგო და ა.შ. მაგრამ თუ ფული მართლაც ბიზნესში ჩადო და არ გაუმართლა, ეს ცოლს უნდა სცოდნოდა. სამართლებრივად ასეა..." - ამბობს კოტე ინაშვილი.