logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არავინ უნდა აიძულონ, რომ გაჩუმდეს და მსგავსი რამ არც ხდება საქართველოში
- +

21 აპრილი. 2016. 15:33


 

როგორც საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლებმა, ჩვენ დღის წესრიგი, პრიორიტეტები დავსახეთ, გავანაწილეთ რესურსი და ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვმართავთ და ვხელმძღვანელობთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები მოიშველია - ჩვენი სიცოცხლე მთავრდება იმ წუთასროდესაც ჩვენ მნიშვნელოვან საკითხებზე ვჩუმდებით".


მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს წრე გავარღვიოთ. საქართველოს უნდა სჯეროდეს მართლმსაჯულების და სამართლიანობის, ეს გახლავთ ჩვენი შეხედულების, ჩვენი დემოკრატიის არსიარავინ უნდა აიძულონ, რომ გაჩუმდეს და მსგავსი რამ  არც ხდება  საქართველოში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



პრემიერმა იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველომ სიტყვის თავისუფლების მიმართულებით მიაღწია.


 

„2015 წელს ჟურნალისტებმა საზღვრებს გარეშე" საქართველო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ლიდერად დაასახელა, ფრიდომ ჰაუსი" კვლავ დადებით შეფასებებს აკეთებს მედიის მუშობის მხრივ. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სამაუწყებლო რეჟიმი, 2012 წლიდან კიდევ უფრო წინ წავწიეთ პროცესები. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც მათ შორის, არასამთავრობოების და სხვა მხარეების  ჩართულობითაც აწარმოებს პროცესებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner