logo_geo
eng_logo
ტერორისტული საფრთხის გამო, სტაბოლში, ტაქსიმზე საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება
- +

20 დეკემბერი. 2017. 22:33



სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის მიზეზი ტერორისტული აქტის საფრთხეა. სტამბოლის ბეიოღლუს მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, ახალი წლის ღამეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდება.


უსაფრთხოების ზომები შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტად გამკაცრდება, რათა მოქალაქეებმა დაცულად იგრძნონ თავი. ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. აკრძალული იქნება მასობრივი შეკრება. ასეთი ზომებს მიიღებენ ტაქსიმის მოედანზე, ასევე ისტაკლალის ქუჩაზე და სტამბოლის სხვა ცენტრალურ რაიონებში.


შარშან, პირველი იანვრის ღამეს სტამბოლში ტერაქტი მოხდა, ღამის კლუბში ავტომატით შეიარაღებული ტერორისტი შეიჭრა და 39 ადამიანი მოკლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner