საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება არის საზოგადოების და მთავრობის შანტაჟი. ვისაც ყველაზე მეტად სურს და ვის ინტერესებშიც შედის ამ საქმის გამოძიება და ეჭვმიტანილების დაკავება, ეს საქართველოს პრემიერი და მთავრობაა.
გამოძიება მიმდინარეობს. ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ მე დაუყოვნებლივ მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ინსტიტუტები და პარტნიორები ამ გამოძიებაში. კერძოდ, ამ საკითხის გამოძიებაში საქართველოს პორკურატურას FBI ეხმარება.
გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს - ერთი მიზანია, გამოვავლინოთ ისინი, ვინც ჩართული იყო ამ ვიდეოკადრების შექმნაში, ხოლო მეორე - ამ ჩანაწერების გამავრცელებლები.
გამოძიების პირველ ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული წარმატება გვაქვს. ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე დაკავებულია, ხოლო მეორე მიმართულებით - ეს ძალიან რთული საკითხია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ეჭვმიტანილების დასაკავებლად. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.