logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის ბატიფეხური კალიგრაფია ქართულად და რუსულად!
- +

20 დეკემბერი. 2017. 23:33



უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს პირადი წერილი გამოუქვეყნა. მიხეილი პეტროს წერს, მოდი, დავილაპარაკოთ, მე არ ვარ შენი მტერი, უკრაინას საერთო მტერი ჰყავსო. თავიდან ჩვენმა ყოფილმა უარყო, არაფერის მიმიწერიაო. მერე დაადასტურა და როცა ბატიფეხურით ნაწერი გამოუქვეყნეს, ისევ დაიწყო პოროშენკოზე შეტევა. "ნაციონალები" და მათთან გათანაბრებული პირები ამტკიცებენ, ეგ არ არის მიშას დაწერილი, მიშას ასეთი ბატიფეხური კალიგრაფია არ აქვსო. ეეეჰ, აქვს და მერე როგორ, ახლა გთავაზობთ მის კალიგრაფიას ქართულად. რასაც წაიკითხავთ და ნახავთ, ეს არის ფაქტი. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელმაც ქართულად განცხადების წერაც კი არ იცოდა. ჩვენ ხელთ გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ 1996 წელს ხელით დაწერილი საჩივარი, რომელიც შეიტანა თბილისის აეროპორტის პოლიციაში (სტილი დაცულია):


„ქალაქ თბილისის პოლიციის აეროპორტის განყოფილებას


განყ. უფროსს პოლკოვნიკ თუთბერიძეს


მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მცხოვრებ გ. ახვლედიანის 21. ტელ. 931084


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


მოგახსენებთ, რომ 1996 წლის 5 ოქტომბერს "ეარ ჯორჯიის" რეისით ფრანკფურტიდან დილის 11 საათზე ჩამოვედი თვითმფრინავის ტრაფიდან. ტრაფის პირველ საფეხურზე ჩასვლისას გამახსენდა, რომ თვითმფრინავის სალონში დამრჩა საფულე. როცა მივბრუნდი უკნიდან ვიღაც ხელით მწვდა და მკითხა, სად მიდიხარ. მე ავუხსენი, თუ სად მივდიოდი. მან მომიგო, ახლავე უკან ჩამოეთრიეო. მეც მივუგე, რომ მას უფლება არ ჰქონდა ასეთი ტონით ელაპარაკა. თანაც დავძინე, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი. ამ პირმა, რომელსაც არც ფორმა ეცვა და არც ჰქონდა რაიმე ნიშანი, ხელი ჩამავლო პერანგში და სამჯერ მიბიძგა. მე ხელიდან დავუსხლტი და ზემოთ ავედი. უკან ჩამოსვლისას ისევ მწვდა და მითხრა, რომ "ფეხებზე ჰკიდია პარლამენტი", "შემიძლია სადაც მინდა იქ ვუჩივლო". მომმართავდა სხვადასხვა უხეში გამოთქმებით ("რო შე ჩემის გადანგრეულო და ა.შ"). იძულებული ვარ სიზუსტისთვის ყველა გამოთქმა ზუსტად დავაფიქსირო. მე მოვითხოვე თავი წარედგინა და მითხრა, რომ მისი სახელია გობეხაშვილი და ფეხებზე ჰკიდია პარლამენტი და თვითონ ხო არ მივარდება პარლამენტში და ა.შ. მუდმივად ხელს მკრავდა. ჩემი მოადგილეს თენგიზ შარმანაშვილის და მისი მეგობრების მცდელობა ხელი გაეშვებინათ უშდეგოდ დამთავრდა. იქვე იდგა ფორმიანი პიროვნება, რომელმაც მოგვიანებით თავი წარგვიდგინა როგორც საავიაციო უშიშროების უფროსმა. მან გაამართლა გობეხაშვილის მოქმედება და განგვიცხადა, რომ იგი მთლიანად სწორი იყო. მთავრობის დარბაზში გამოსვლისას გამოვიძახეთ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოვიდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ფიზიკური ზემოქმედება არ ატარებდა მძიმე ხასიათს და არანაირი დაზიანება არ მიმიღია, თვითონ მოქმედება იყო შეურაცმყოფელი და მოვითხოვ მიღებული იქნას შესაბამისი ზომები საჯარო პირის შეურაცყოფის გარემოებისთვის".


ახლა კი, მოდით, შევადაროთ ქართულად და რუსულად დაწერილი წერილები. ფაქტია, დიდ განსხვავებას ვერ ნახავთ.


 

 

 

 

 

 

 

 

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner