საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავატაროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები".
„სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მოქალაქები ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას მოწვევა, რომ მისი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და დააკვირდნენ წინასაარჩვენო პროცესს. ჩვენი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავატაროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.