საგარეჯოში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ცნობით, გუნდი, "გარეჯი" საშინაო თამაშებს საკუთარ კედლებში 2018 წლის გაზაფხულიდან გამართავს - საგარეჯოელები ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ასპარეზობენ.
ფონდის ცნობით, ტრიბუნები ორი ათას მაყურებელს დაიტევს, მოეწყობა გასახდელები, პრეს-ლოჟა, ტრიბუნები, დაიგება თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარი. ამჟამად მოედნის მოსწორებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები მთავრდება.
სტადიონის კეთილმოწყობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს.