logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: განრიდებულ პირებში საკმაოდ დაბალია რეციდივის მაჩვენებელი და 9%–ს არ აღემატება
- +

21 დეკემბერი. 2017. 10:02


 

„დღეს გვყავს ბევრი არასრულწლოვანი ნასამართლეობის გარეშე, ბევრი ვინც ციხეს მოვარიდეთ და ბევრი, ვინც მართლმსაჯულების პროცესს განვარიდეთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვალა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ლიბერალიზაციის შემდეგ და მოზარდის დაკავების შემთხვევაში, აქვთ თუ არა სამართალდამცველებს მოქმედების განსაზღვრული წესი, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად იმუშავა.


„შევამცირეთ პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელი. განრიდებულ პირებში საკმაოდ დაბალია რეციდივის მაჩვენებელი, რომელიც 9%-ს არ აღემატება, რაც საკმაოდ კარგია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner