საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა, ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში" სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართეს. ღონისძიება სტუდენტური კლუბის (E Pluribus Unum) მომართვის საფუძველზე ჩატარდა და მას 50-მდე მონაწილე ესწრებოდა. შეხვედრის მიზანს სტუდენტებთან ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
საჯარო ლექციის ფორმატში განხილული იქნა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, სასჯელის სახეები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული შედეგები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.