logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: არც ერთი ღირსეული სახელმწიფო აშშ-ის ზეწოლას თავს არ დაუხრის
- +

21 დეკემბერი. 2017. 13:54



თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არც ერთი ღირსეული სახელმწიფო არ დაუხრის თავს ამ ზეწოლას.


„ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ, ვინ რას მისცა ხმა და ამ ინფორმაციას პრეზიდენტს მივაწვდით, ჩვენ ყველა ქვეყნის სახელს სათითაოდ გავიგებთ. რას გააკეთებთ ამით? ამ ქვეყნებში ინტერვენციას დაუშვებთ თუ დასჯით მათ? მსოფლიო შეიცვალა. გაგება - „მე ძლიერი ვარ, მაშასადამე ვარ მართალი" - შეიცვალა. ახლა მსოფლიო უსამართლობის წინააღმდეგ ერთიანდება. არც ერთი ღირსეული სახელმწიფო არ დაუხრის თავს ამ ზეწოლას", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.


იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.


„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner