უკრაინაში რუსული ფილმები აიკრძალება. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეგამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი უკვე მოაწერა კანონს რუსული ფილმების ტრანსლირების აკრძალვის შესახებ. აკრძალვა 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოშვებულ ფილმებს შეეხება.
„კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საინფორმაციო სფეროში უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი მექანიზმის სრულყოფა უკრაინაში ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ნებისმიერი ფორმის პროპაგანდის შეზღუდვის გზით", - ნათქვამია განცხადებაში.