„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს აფასებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„მიშა არ იცვლება და კვლავაც გვთავაზობს ზღაპრებს.
1. საქართველომ ომი 2008 წელს მოიგო და რუსეთი დამარცხდა.
2. რუსებს შეეშინდათ საქართველოს და ამიტომ ვერ შემოვიდნენ თბილისში .
3. ჩვენ ვიდექით მედგრად და არ შეგვშინებია,. რატომღაც დავით ბაქრაძის მოწოდება ხალხისადმი დანა ჩანგლებით გამოსვლის და ჰალსტუხუს ღეჭვის შესახებ დავიწყებას მიეცა.
4. ახალი აღმოჩენა ვიცოდი რომ არჩევნებს წავაგებდი 2012 წელსო, აქამდე სულ სხვა რამეს იძახდა.
5. არჩევნების წაგება მხოლოდ იმის ბრალი იყო რომ ხალხი ჩვენით გადაიღალაო.
6. და ყველაზე დიდი ზღაპარი ჩვენ დავბრუნდებითო.
მიშა ამ ზღაპრებს არავინ ჭამს, როგორც ჩანს ვერ ისწავლე ჭკუა და ამას თავად ეკა კვესიტაძეც კი მიხვდა, ცოტა დააკლდა რომ ეთქვა შენთვის- მიშა გეყო ჩუკენაბაო."