logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: მჯერა რომ ამ პრინციპით აუცილებლად ახდება ქართული ოცნება!
- +

21 დეკემბერი. 2017. 20:11


 

საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავჯდომარე ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მთელი გულით მინდა ბიძინა ივანიშვილის, ერის კაცის მიერ საძირკველ შექმნილი იდეა, რასაც „ქართული ოცნება" ჰქვია, წარმატებით გაგრძელდეს! ვუსურვებ დღეს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ახალი შემადგენლობით საზოგადოებისა და პარლამენტის ნდობის მოპოვებას! ასევე ვუსურვებ უამრავი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების წარმატებით განხორციელებას და საერთოდ დიდ წარმატებებს ყველა სფეროში! გწამდეთ ბატონო პრემიერო თქვენი წარმატება ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა! და ბოლოს ყველას გასაგონად თითოეულს გვწამდეს ერის კაცმა ჩვენთან ერთად ბრძოლით მოგვცა ნაც რეჟიმისგან თავისუფლება, ახალი მიზანი და შანსი, მართალი სამშობლოს შენებისა! ამიტომაც ყველა ვინც თვლის რომ ნამდვილად „ქართული ოცნების" იდეის გამტარებელია ყველამ გავითავისოთ, პირველ რიგში ერთობა და ერთიმეორის გაძლიერება სადაც არ უნდა ვიყოთ! პრინციპით, პირველი, გუნდის ლიდერის თუ წევრის ტკივილი და სიხარული ჩემია! მეორე და მთავარი, გუნდის ლიდერის თუ უბრალოდ წევრის გამარჯვება თუ დამარცხება ჩემია! მე მჯერა რომ ამ პრინციპით აუცილებლად ახდება „ქართული ოცნება"!

 

P.S. ისე, ალალად ვაღიარებ ჩემს ემოციას გუშინდელ ფაქტზე-უზრდელ ნიკანდრო მელიას შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც პირად შეურაცხყოფად მივიღე, როგორც გუნდის წევრმა, უდიდესი სიამოვნებთ, გავუერთიანებდი და გავუბრტყელებდი სახეს. თუ ასე გააგრძელებს ამის ასრულების ძალიან დიდი შანსი კიდევ აქვს", - წერს კურტანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner