„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ ჩრდილელი პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„კანადაში ფურნედან აყვანილი ქალბატონი, რომ ეკონომიკის მინისტრად დასვეს-ის არ გაკვირვებიათ...
თვითმფრინავის ტრაპიდან მოხსნილი ქალბატონი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მონათლეს-ის არ გაკვირვებიათ...
150 დაკარგულ სოფელს, რომ სააკაშვილმა „ქვების გროვა" უწოდა-მაგ დროს არ აღშფოთდნენ...
სახურავზე და მიწის ქვეშეთში მთავრობის სხდომები მაგათ არ უკვირდათ...
პეტკა, რომ „ბადაგონს" უნიტაზში ასხამდა-მაშინ არ აღშფოთებულან...
და კვირიკას სიტყვიერ გადაცდომაზე -აღშფოთდნენ და გაიკვირვეს...
უმანკონი" - წერს ჩრდილელი.