logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი „ნაციონალებზე“: მიწის ქვეშეთში მთავრობის სხდომები მაგათ არ უკვირდათ და...
- +

21 დეკემბერი. 2017. 21:27


 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ ჩრდილელი პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„კანადაში ფურნედან აყვანილი ქალბატონი, რომ ეკონომიკის მინისტრად დასვეს-ის არ გაკვირვებიათ...

 

თვითმფრინავის ტრაპიდან მოხსნილი ქალბატონი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მონათლეს-ის არ გაკვირვებიათ...

 

150 დაკარგულ სოფელს, რომ სააკაშვილმა „ქვების გროვა" უწოდა-მაგ დროს არ აღშფოთდნენ...

 

სახურავზე და მიწის ქვეშეთში მთავრობის სხდომები მაგათ არ უკვირდათ...

 

პეტკა, რომ „ბადაგონს" უნიტაზში ასხამდა-მაშინ არ აღშფოთებულან...

 

და კვირიკას სიტყვიერ გადაცდომაზე -აღშფოთდნენ და გაიკვირვეს...

 

უმანკონი" - წერს ჩრდილელი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner