logo_geo
eng_logo
ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ვიზის მოთხოვნა დააკმაყოფილა
- +

21 დეკემბერი. 2017. 21:31



ნიდერლანდების ხელისუფლებამ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვიზის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი აქვეყნებს. ინფორმაცია გამოცემას ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტრომ დაუდასტურა.


როგორც გაზეთი წერს, აპატრიდ სააკაშვილს ვიზა კიევში ნიდერლანდების საელჩოში მისცეს.


თავისი მოთხოვნის მოტივად მიხეილ სააკაშვილმა ოჯახის გაერთიანება დაასახელა. მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner