logo_geo
eng_logo
გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს
- +

21 დეკემბერი. 2017. 21:54


 

სტალინის დაბადებიდან 138-ე წლისთავი აღნიშნეს გორში. ტრადიციულად სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება „სტალინის" წევრები შეიკრიბნენ. აქცია სახლ-მუზეუმის ეზოში დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდა. კომპარტიის გორის ორგანიზაციის ლიდერი და მისი პარტიის წევრები ქალაქში ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ.


სტალინის ძეგლი 2010 წლის ივნისში აიღეს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ძეგლი ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადატანილიყო.


იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner