logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ვერც ფულით, ვერც ძალაუფლებით საზოგადოებაში სიმპათია ვერ მოიპოვეს!
- +

21 დეკემბერი. 2017. 22:06



თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიშას თუ გიგას, გიგას თუ მიშას ნაციონალურ მოძრაობას ზოგადად ადამიანი რომ სძულს ეს არახალი ამბავია, ბიძინა ივანიშვილი, მათი პოლიტიკურად დამსამარებელი რომ სძულთ ესეც ძველი გაზეთიდანაა მაგრამ, რაღაც ახალი ცხოველური ზიზღი დაუგროვდათ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ! ჩემთვის გასაგებია თუ რატომ, იმიტომ რომ ის ჩვენ საზოგადოებაში სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს, იმიტომ რომ ცხოვრობს ყველა იმ ღირებულების დაცვით რაც მათთვის აპრიორი მიუღებელია, იმიტომ რომ ქუჩაში თავაწეული დადის, იმიტომ რომ უკან მოხედვის არ ეშინია, იმიტომ რომ დასაკარგი აქვს, იმიტომ რომ თანამდებობამდეც უცხოვრია, იმიტომ რომ წავა და კარგს დატოვებს!

 

ეს ყველაფერი კი იმის საპირწონედ რომ მათ ვერც ფულით, ვერც ძალაუფლებით, ვერც ძალადობით საზოგადოებაში სიმპათია ვერ მოიპოვეს, ხელისუფლებაში იყვნენ და ძლიერი დაცვით სორო-სორო დაძვრებოდნენ, წავიდნენ და ქუჩაში ვერ გაუვლიათ, უბრალო ხალხის ეშინიათ, საკუთარ ჩრდილს გაურბიან, კაფე-კაფე თავებს უტეხავენ, ისინი ჩვენი საზოგადოების ხორცმეტები არიან და არ მიკვირს თუ რატომ ვეზიზღებით ასეთი არაბუნებრივი, არაადამიანური გამოხატულებით",- წერს ვატო შაქარიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner