logo_geo
eng_logo
გაერო საგანგებო სხდომაზე მიღებული რეზოლუციით აშშ-ს მოუწოდებს, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება უკან წაიღოს
- +

21 დეკემბერი. 2017. 22:25


 გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.


აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 8 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.


აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner