logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: პრემიერი იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი!
- +

21 აპრილი. 2016. 17:57



რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში, პრემიერის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყველა დასმულ კითხვას უპასუხა.



პრემიერის გამოსვლის სტილი იყო ევროპული, აუღელვებელი, საქმიანი და რაც მთავარია, ძალიან ინფორმაციული.

კითხვებზე პასუხებს თავი არ აარიდა და ყველა კითხვას უპასუხა, მაქსიმალურად კორექტული იყო. არც ერთ მომენტში არ გაღიზიანდა. იქცეოდა, როგორც ნამდვილი ევროპელი. სასიამოვნო საყურებელია, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერს აქვს საშუალება, ამ სტილში გამოვიდეს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner