logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: პრემიერის გამოსვლა იყო მკაფიო და დამაჯერებელი
- +

21 აპრილი. 2016. 17:57



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ კვირიკაშვილის გამოსვლამ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.


როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ოპონენტებს არანაირი სივრცე არ დარჩათ, რომ წარმოაჩინონ რეალობა სრულიად საპირისპიროდ.


„პრემიერის გამოსვლა იყო პირდაპირი, ნათელი, ძალიან გულწრფელი, მკაფიო, დამაჯერებელი, რეალური სურათის შემქმნელი. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მანიპულაციის საფუძველი არ დარჩათ ჩვენს ოპონენტებს და არანაირი სივრცე აღარ დარჩა იმისთვის, რომ წარმოაჩინონ რეალობა სრულიად საპირისპიროდ. პრემიერმა დატოვა ძალიან დადებითი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჩვენს კოლეგებში", -განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner