logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: თბილისის გენერალურ გეგმაში ველობილიკების განვითარებაც იქნება ჩადებული
- +

21 აპრილი. 2016. 17:59



თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, თბილისის გენერალურ გეგმაში ველობილიკების განვითარებაც იქნება ჩადებული. გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება, დედაქალაქის მასშტაბით სად შეიძლება ველობილიკების განვითარება.



თბილისის მერიამ განაშენიანების გეგმა დაუკვეთა შემსრულებელ ორგანიზაციებს, ერთ-ერთი მიმართულება იყო ჩვენი მხრიდან ველობილიკების განვითარების შესაძლებლობები და შესაბამისი მიმართულებები. ეს გვექნება გენერალურ გეგმაში. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ მდინარე ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციაში, რაც ახლახან მომზადდა, გათვალისწინებულია ველობილიკების განვითარება მზიურის" ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. განვავითარებთ ველობილიკებს, ეს მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ნაკადების განვითარებისთვის. ქალაქის ფარგლებში სად იქნება შესაძლებელი ველობილიკების განვითარება, სრული სურათი გვექნება მოცემული გენერალური გეგმის ფარგლებში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



მისივე თქმით, მდინარე ვერეს ხეობაში ველობილიკების განვითარების კონცეპტუალური ნაწილი უკვე შემუშავებულია და ახლა მიმდინარეობს კონცეპტულური ნაწილის საპროექტო ნაწილში გადატანა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner