logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: შსს-ს თანამშრომელმა სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა
- +

22 დეკემბერი. 2017. 01:44



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


„ჩემი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება. თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია სავარაუდოდ, დადასტურდება, თუმცა საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ", - განაცხადა შს მინისტრმა.


თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე, შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner