logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
- +

21 აპრილი. 2016. 17:59



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.


დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა, საკრებულოსა და მუზეუმის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს და გამარჯვებულებს საჩუქრებთან ერთად I , II და III  ხარისხის დიპლომები და სიგელები გადასცეს.


მადლობის სიგელები აგრეთვე სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და მუზეუმის თანამშრომლებს გადაეცათ.


შემოქმედებითი კონფერენციის საკონკურსო ნაწილში მონაწილეობა, რომელიც რიმა ბერაძის ინიციატივით 14 აპრილს დედაენის დღის აღსანიშნავად გაიმართა, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა მიიღეს და საკუთარი მოხსენებები თემაზე -„მამული, ენა, სარწმუნოება" წარმოადგინეს.



საკრებულოს წევრის განცხადებით, კონფერენციის მიზანს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასთან ახალგაზრდა თაობის კიდევ უფრო დაახლოება წარმოადგენდა.


გამარჯვებულები კი სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა.


სამეცნიერო კონფერენცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც მუზეუმისა და ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ამავე სკოლების აღსაზრდელები, ასევე მეცნიერები და ჩუღურეთელები ესწრებოდნენ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner