logo_geo
eng_logo
„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას“ ევროკავშირი 9,9 მლნ ევროთი დააფინანსებს
- +

22 დეკემბერი. 2017. 10:33



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის" დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას.


პროგრამის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება.


„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის"  ფარგლებში განხორციელდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.    


გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში 1993 წლიდან საქმიანობს და მას შემდეგ დაახლოებით 750 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც 50%ზე მეტი, 400 მლნ ევრო, სწორედ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჩაიდო.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner