logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ეს გახლდათ საიდუმლო ექსპედიცია...
- +

21 აპრილი. 2016. 18:02

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ცნობილ პათანატომთან, აწ განსვენებულ აკადემიკოს თამარ დეკანოსიძესთან და გურამ შარაძესთან  შეხვედრის დეტალებს იხსენებს.


 

„ქალბატონ თამარს, მე და ბატონი გურამ შარაძე შევხვდით. მან მამაჩემთან დაკავშირებით ყველაფერი მართლაც გასაკვირი სიზუსტით გაიხსენა. იქ ასევე ისხდნენ თამარის მოწაფეები. მათ ყველაფერი გააუბრალოეს და გვითხრეს, სწორად გაუგეთ, ქალბატონი თამარი ასაკშიაო. შარაძეს ვკითხე -  როგორ ფიქრობთ, ასაკის გამო, ქალბატონ თამარს ერევა რაღაცები-თქო? არცერთ შემთხვევაშიო, - მიპასუხა!" - განაცხადა გამსახურდიამ.



მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძეს სჭირდებოდა ძალიან კომპეტენტური პირის დასკვნა, რომ მოკლული პიროვნება ნამდვილად იყო ზვიად გამსახურდია და თამარ დეკანოსიძე სწორედ ამ მისიით მიავლინეს ვალიკო ზარანდიას სახლში. „ეს გახლდათ საიდუმლო ექსპედიცია..." - აღნიშნავს გამსახურდია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner