logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიას ინფორმაციით, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლის დაჭრა თვითდაზიანებას უკავშირდება
- +

22 დეკემბერი. 2017. 10:36



დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე პოლიციელის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გამოეხმაურა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება.

 

„მოგეხსენებათ, რომ მთელი დღე აქ ვარ და ჩემი ინფორმაციით, ეს არის თვითდაზიანება, მაგრამ აქაც პროცესი მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ალბათ დადასტურდება, თუმცა სხვა შემთხვევებისთვისაც ვიტოვებთ და საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ ამ ფაქტს", - აღნიშნა გუშინ გიორგი გახარიამ.


დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.


აღსანიშნავია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner