logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია
- +

22 დეკემბერი. 2017. 12:22


 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც 128 ქვეყანა აშშ-ს მოუწოდებს, გააუქმოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.


„ისრაელი სრულად უარყოფს ამ აბსურდულ რეზოლუციას. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ყოველთვის იყო. ყოველთვის იქნება. ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობაზე ქვეყნების გაზრდილმა რაოდენობამ განაცხადა უარი. მე ვაფასებ ამას. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და ელჩ ჰეილის მათ მიერ ისრაელისა და ჭეშმარიტების ერთგულად დაცვისთვის", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


გუშინ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner