logo_geo
eng_logo
ხვალ გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე
- +

21 აპრილი. 2016. 18:13



პარტია „ეროვნულების" ლიდერის, საინიციატივო ჯგუფის წევრის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ხვალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება სხდომა, სადაც გადაწყდება - დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე. სხდომა ცესკო-ში 18:00 საათზეა ჩანიშნული.


 

სკო-საინციატივო ჯგუფის წევრებს, მე, სოსო მანჯავიძეს, კახა მიგინეიშვილს, ზვიად ტომარაძეს გვაცნობა, რომ  ხვალ, 22 აპრილს, 18 საათზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა სხდომა, სადაც უნდა გადაწყდესდაინიშნება თუ არა რეფერენდუმი საკითხზე -საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს შესწორება, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა", - განაცხადა ბრეგაძემ.



4 წევრისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner