პარტია „ეროვნულების" ლიდერის, საინიციატივო ჯგუფის წევრის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ხვალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება სხდომა, სადაც გადაწყდება - დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე. სხდომა ცესკო-ში 18:00 საათზეა ჩანიშნული.
„ცესკო-მ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, მე, სოსო მანჯავიძეს, კახა მიგინეიშვილს, ზვიად ტომარაძეს გვაცნობა, რომ ხვალ, 22 აპრილს, 18 საათზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა სხდომა, სადაც უნდა გადაწყდეს, დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი საკითხზე -საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს შესწორება, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა", - განაცხადა ბრეგაძემ.
4 წევრისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.