კალათბურთის ფედერაციაში მწვრთნელებისა და მსაჯების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში განუცხადეს, მათ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ დაკავებულების შესახებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ აყვანილია რამდენიმე პირი.
მათივე თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს საქმის მოკვლევა, რის შემდეგაც ფედერაცია საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, საქმე ეხება ე.წ. ჩაწყობილ თამაშებს.
„ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას სუს-ში ცდილობს.